ხშირად დასმული კითხვები

რა არის პროექტის მიზანი?


პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესებს გაციფრულებაში. პანდემიის ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის კომპანიებს ონლაინ გაყიდვებზე გადასვლა და ციფრულ არხებში მარკეტინგული კომუნიკაციების ეფექტურად მართვა სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, თიბისის, EFSE-სა და Windfor’s Tbilisi-ს ერთობლივი ინიციატივით, თიბისის 100 ბიზნეს მომხმარებელი სრულყოფილ ციფრულ საკომუნიკაციო სტრატეგიის დოკუმენტს მიიღებს!




რა არის ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგია?


ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგია არის დოკუმენტი, რომელიც დაგეხმარება სწორად წარმართო მარკეტინგული კომუნიკაცია სოციალურ მედიასა და სხვადასხვა ციფრულ არხებში. განსაზღვრო მიზნობრივი აუდიტორია, აწარმოო ეფექტური ციფრული რეკლამა და ა.შ.




ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება პროექტში?


პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ თიბისი ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს. ციფრული სტრატეგიების მიღებას შეძლებს პირველი 100 დარეგისტრირებული კომპანია.




როგორი იქნება პროექტის მიმდინარეობა?


პროექტი 3 თვე გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში თიბისის 100 ბიზნეს მომხმარებლისთვის 100 საკომუნიკაციო სტრატეგიის დამზადება მოხდება. რეგისტრაცია 3 ნაკადად განხორციელდება, შესაბამისად თითო ნაკადზე 33 კომპანია შეძლებს პროექტში ჩართვას.




რომელი სააგენტოები იქნებიან ჩართული პროექტში?


პროექტში ჩართული იქნებიან შემდეგი საკომუნიკაციო სააგენტოები: Windfor's Tbilisi, Socialsharks, 4media, Quick, Watergunz, Eliot, Hans & Gruber, UM Georgia, Kraken.




ფასიანია თუ არა პროექტში მონაწილეობა?


პროექტის ფარგლებში ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგიების დამზადება სრულადაა დაფინანსებული თიბისისა და EFSE-ს მიერ.




რა კომპონენტებისგან შედგება ციფრული სტრატეგია?


  • კომპანიის ციფრული აქტივობის აუდიტი
  • კონკურენტების ციფრული აქტივობის ანალიზი
  • ბრენდის მიზნების შესაბამისი ციფრული საკომუნიკაციო არხების შერჩევა
  • დამკვეთის მიერ მოწოდებული ზოგადი სამიზნე აუდიტორიის საფუძველზე, ციფრული სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა
  • რეკლამის ტიპების და რაოდენობის განსაზღვრა
  • კონტენტის ტიპების შექმნა / ძირითადი საკომუნიკაციო თემების განსაზღვრა
  • ოპტიმალური სარეკლამო ბიუჯეტის დათვლა / სავარაუდო შედეგების განსაზღვრა
  • კომუნიკაციასთან / დიჯიტალ კამპანიასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გაცემა
  • პირველადი რეკომენდაციები ვიზუალურ სტილზე / მუდბორდების წარდგენა
  • საკომუნიკაციო ტონალობის განსაზღვრა





პროექტის მეორე ნაკადზე რეგისტრაცია დასრულებულია

პროექტის მოერე ნაკადზე რეგისტრაცია დასრულებულია! თუმცა შენ კიდევ გაქვს შანსი მიიღო ციფრული სტრატეგიის დოკუმენტი. ადევნე თვალი ვებ-გვერდს და დელოდე მესამე ნაკადის დაწყებას.

EFSE Entrepreneurship Academy Kompaktver

© 2020 ყველა უფლება დაცულია

  • Facebook
  • YouTube
  • Instagram